X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები სოფელ ჩალაუბნის მოსახლეობა 70 -იანი წლების შემდეგ პირველად ისარგებლებს რეაბილიტირებული გზით

სოფელ ჩალაუბნის მოსახლეობა 70 -იანი წლების შემდეგ პირველად ისარგებლებს რეაბილიტირებული გზით

ძებნა

სოფელ ჩალაუბნის მოსახლეობა 70 -იანი წლების შემდეგ პირველად ისარგებლებს რეაბილიტირებული გზით

11 აპრილი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ჩალაუბანში  4 კმ-იანი რეაბილიტირებული  გზა დაათვალიერეს.

აღნიშნული გზა 70-იანი წლების შემდეგ არ შეკეთებულა, რის გამოც ის მწყობრიდან იყო გამოსული და სოფლის  მოსახლეობას გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა. პროექტის ფარგლებში, 4 კმ-იანი ამორტიზებულ გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, მოსახლეობისთვის გაკეთდა ეზოში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 950 675,00 ლარია და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ის მსოფლიო ბანკის  დაფინანსებით განახორციელა. სამშენებლო სამუშაოზე 40 ადამიანი იყო დასაქმებული. გზის რეაბილიტაციის შედეგად,  ჩალაუბნის მოსახლეობა, სადაც 1200 მოსახლე ცხოვრობს, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.